Georgian Coalition for Children and Youth Welfare

Go to content

Main menu:


ქუთაისისა და გორის მუნიციპალიტეტების ჩართულობა ოჯახის მხარდამჭერ მომსახურებათა გასაძლიერებლად
აპრილი 2016
საქართველოს კოალიციის ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისთვის ფუნქციონირებისა და მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ბავშვთა და ახალგაზრდათა უფლებების ადვოკატირება ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე.

ალტერნატიული ანგარიშის წარდგენა
მარტი 2016  
საქართველოს კოალიციამ ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის, სახელმწიფოსგან ბავშვთა უფლებათა კონვენციის (CRC) განხორციელების მეოთხე პერიოდული ანგარიშის ფარგლებში, ალტერნატიული ანგარიში წარადგინა გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტში.

სტიქიით დაზარალებულთა დახმარება 
18 ივნისი 2015
„საქართველოს კარიტასი“-ს ბავშვთა დღის ცენტრი, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, თ. ერისთვის ქ. #2-ში (მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლეთან) მზადაა უსასყიდლოდ მოემსახუროს სტიქიით დაზარალებულ 6-დან 18 წლამდე ბავშვებს. ბავშვები 10:00 დან 18:00 საათამდე (შაბათ კვირის გარდა) უზრუნველყოფილნი იქნებიან ორჯერადი სრულფასოვანი კვებით, ფსიქოლოგის დახმარებით და მზრუნველი აღმზრდელი/პედაგოგებით. ბავშვებისთვის ორგანიზებული იქნება სხვადასხვა სასწავლო, რეკრეაციული კლასები, სპორტული და გასართობი ღონისძიებები, ექსკურსიები. 
საკონტაქტო ტელეფონი: 2668283; 595 001850




სტიქიით დაზარალებულთა დახმარება 
17 ივნისი 2015
ბავშვებს/მოზარდებსა და მათ მშობლებს "ნდობა", „საქართველოს ბავშვები“ "პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების სამსახური" გთავაზობთ ფსიქოლოგიურ და ფსიქოსოციალურ დახმარებას. 




ბავშვთა დაცვის ინდექსის პრეზენტაცია
5 ივნისი 2015
ბავშვთა დაცვის ინდექსი შეიქმნა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების კოალიციათა ქსელის ChildPact-ის ინიციატივით. კოალიციის ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, და სამი ორგანიზიცია გაწევრიანდა კოალიციაში.

განცხადება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას
5 იანვარი 2015
2014 წლის 25 დეკემბერს სატელევიზიო არხზე "იმედი" გავიდა გადაცემა "სხვა რაკურსით". გადაცემის ნაწილი დაეთმო 2014 წლის 23 ნოემბერს ქობულეთში გახსნილი პანსიონს. კოალიცია მიიჩნევს, რომ გადაცემის ნაწილში ადგილი ქონდა დარღვევებსა და ეთიკური შეცდომებს.....

მიმართვა საქართველოს პრემიერ მინისტრს 
12 დეკემბერი 2014
2014 წლის 12 დეკემბერს კოალიციამ მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრსა და მთავრობის სხვადასხვა რგოლებს რათა არ დაუშვან ახალი ბავშვთა სახლების გახსნა და ბავშვების დაცილება საკუთარი ოჯახებისაგან.


კოალიციის საბჭოს არჩევნები და ახალი წევრების მიღება 

30 სექტემბერი 2014

კოალიციის შეხვედრაზე მოხდა საბჭოს, თავმჯდომარისა და აღმასრულებელი მდივნის, თემატური მიმართულებების კოორდინატორი ორგანიზაციების არჩევა და ახალი წევრების მიღება.


შერეული შესაძლებლობების ტრენინგი
6-8 აგვისტო 2014

ახალგაზრდული საბჭოს წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი პიროვნული უნარების განვითარებასა და ფოტოადვოკატირებაში.

 


კვლევის პრეზენტაცია
30 ივლისი 2014

კოალიციის გაფართოებულ შეხვედრაზე განხილულ იქნა ბავშვთა კეთილდღეობის სისტემაში არსებული საჭიროებების კვლევის ანგარიში და სახელმწიფო მზრუნველობის სისტემიდან გასვლის პოლიტიკის მიმოხილვა.


 

სასწავლო ვიზიტი რუმინეთში
23-25 ივლისი 2014

ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე ეროვნული კოალიციების შეხვედრას დაესწრო საზოგადოება ბილიკის წარმომადგენელი.

 



ტრენინგი ფინანსების მოძიებაში
12,13-19,20 ივლისი 2014

კოალიციის წევრებისათვის ჩატარდა ტრენინგი ფინანსების მოძიებაში.

 




ადვოკატირების ტრენინგი და კოალიციის სტრატეგიის შექმნა
23 - 27 ივლისი 2014

კოალიციის წევრებისათვის ჩატარდა ტრენინგი ადვოკატირებაში და შეიქმნა სტრატეგიული გეგმა.




ახალგაზრდული საბჭოს სამუშაო შეხვედრა
28 ივნისი 2014

ქობულეთში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა  კოალიციის ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერების მიზნით.




კოალიციის გაფართოებული (კვარტალური) შეხვედრა
24 ივნისი 2014
შეხვედრაზე კოალიციის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს ეცნობათ ორი თემატური ჯგუფის მიღწევები და მომავალი გეგმები (პრევენცია და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებები; მზრუნველობიდან გასვლის საკითხები).
 
მიმართვა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
5 ივნისი 2014
2014 წლის 5 ივნისს კოალიციის წევრების მიერ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაეგზავნა მიმართვა მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ინიციატივასთან დაკავშირებით.

კოალიციის შეხვედრა
29 მაისი 2014
შეხვედრაზე  კოალიციის წევრებმა განიხილეს ბავშვთა და ახალგაზრდათა კეთილდღეობისათვის ადვოკატირებისა და ასევე კოალიციის ადმინისტრაციული საკითხები. 


მიმართვა საგარეო საქმეთა სამინისტროს
14 თებერვალი 2014
2014 წლის 14 თებერვალს კოალიციამ და ChildPact-მა გაუგზავნა ერთობლივი მიმართვა და ღია წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამნისტროს ამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით. 


პროექტის წარდგენა 
6 ნოემბერი 2013
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი - „ძლიერი კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის“ წარდგენა და თემატური მიმართულებების პრეზენტაციები.


კოალიციის საბჭოს არჩევნები
30 სექტემბერი 2013
ჩატარდა კოალიციის რიგით მეორე არჩევნები. არჩევნებზე  მოხდა კოალიციის საბჭოს, თავმჯდომარისა და აღმასრულებელი მდივნის არჩევა, 1 წლის ვადით.

 
Back to content | Back to main menu